გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკა მელიას საქმეს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

14-02-2020

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს.



როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლომ მასთან მიმართებაში სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. 

მისივე თქმით, აინტერესებს აღნიშნულ ორგანოში თუ რა დოზით არის შესული ოლიგარქის გავლენა.

"ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი და პირდაპირ ვიტყოდი, რომ აუცილებლად იქნება სარჩელი დაკმაყოფილებული, რომ არ მმქონდეს ინფორმაცია რამდენად გავლენის ქვეშ ექცვეა თითქმის ყველა კონსტიტუციური ორგანო და ადმინისტრაციული ორგანო.  უნდა ვთქვა, რომ პირადად არანაირი შეხება არ მქონია საკონსტიტუციო სასამართლოსთან და მართლაც მაინტერესებს რა დოზით არის აქ ოლიგარქის გავლენა შემოსული. სააკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ნიკა მელიას უნდა აღუდგეს პარლამენტის უფლებამოსილება მანამ სანამ არ იქნება იმ გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურები ამოწურული,  რომლის საფუძველზეც მე პარლამენტიდან გამომაგდეს. ვგულისხმობ სანამ მე, მწეორე და მესამე ინსტანციაში არ გავასაჩივრებ იმ გადაწყვეტილებას ჯარიმის ნაწილში, კანონიერ ძალაში შესულად ეს გადაწყვეტილება არ ითვლება, მაგრამ მიუხედავად  ამისა "ქართულმა ოცნებამ" კენჭი უყარა და 88 დეპუტატმა პარლამენტი სრულიად უკანონოდ დამატოვებინეს სრულიად უკანონოდ. ერთადერთი ორგანო, რომელსაც შეუძლია აღმიდგინოს კონსტიტუციური უფლება არის ეს ორგანო. მოსამართლეებმა დღეს უნდა მითხრან, "კი ბატონო ხარ მართალი, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთწინააღმდეგ შემთხვევაში ორჯერ ორი ოთხი გადაწყვეტილება აქვთ მისაღები", - განაცხადა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ნიკა მელიამ. 

ჟურნალისტის კითხვაზე როგორია მისი მოლოდინი, დაკავებას ხომ არ ელოდება? - ნიკა მელია პასუხობს, რომ ამას ახლა ნაკლებად ფიქრობს.

"ბიძინა ივანიშვილმა დევნა ნორმად აქცია და ამას ახერხებს.დაველოდები რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილის სასამართლო", - აღნიშნა ნიკა მელიამ. 

ცნობისთვის, 12 დეკემბერს  ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა, საკითხს მოწინააღმდეგე არ ჰყავდა.  მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930