გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: სახელმწიფოს უღირს, დამატებითი თანხები გაიღოს იმისთვის, რომ რისკის ქვეშ არ დადგეს არც ერთი სოციალურად დაუცველი მოქალაქე

14-02-2020

„დიმიტრი ხუნდაძეს და ჯანდაცვის კომიტეტს ჰქონდათ საუკეთესო ინიციატივა, რაც პრაქტიკულად აისახება გადაწყვეტილებაში და აპრილიდან საქართველოში სოციალური შემწეობის შეჩერება იმის გამო, რომ ხდება გადამოწმება, აღარ მოხდება. ეს საბიუჯეტო ხარჯებს რა თქმა უნდა მოითხოვს, მაგრამ რისკის გამორიცხვა კიდევ უფრო კარგი საქმეა, იქედან გამომდინარე, რომ არც ერთ ადამიანს, რომელსაც შეეხება შემოწმება სოციალურ შემწეობასთან დაკავშირებით, არ ექნება იმის რისკი, რომ ამ პერიოდში ის დახმარებას ვერ მიიღებს“,-ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე ჯანმრთელობის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას სოციალურ შემწეობებთან დაკავშირებით.

 

მამუკა მდინარაძის თქმით, სახელმწიფოს უღირს, დამატებითი თანხები გაიღოს იმისთვის, რომ რისკის ქვეშ არ დადგეს არც ერთი სოციალურად დაუცველი მოქალაქე. ვიცე-სპიკერმა მადლობა გადაუხადა ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროებს, რომელთაც კომიტეტის ინიციატივა გაიზიარეს და საერთო გადაწყვეტილება მიიღეს.

 

„უდავოდ მისასალმებელია და უდავოდ ძალიან კარგი ინიციატივაა და ბუნებრივია მადლობა უნდა გადავუხადოთ მთავრობის წარმომადგენლებსაც, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროებს, რომელთაც კომიტეტის ინიციატივა გაიზიარეს და მიიღეს საერთო გადაწყვეტილება“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031