გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ხისტი, მაგრამ პრაგმატული პოზიცია

14-02-2020

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რუსეთის წარმომადგენლებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ხისტი, მაგრამ პრაგმატული პოზიცია აქვს.


მისი თქმით, ხელისუფლება თითოეულ ნაბიჯს საერთაშორისო და სტრატეგიულ პარტნიორებთან ათანხმებს.


„კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ხისტი, მაგრამ პრაგმატული პოზიცია, რომლის ფარგლებშიც დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ამ მიმართულებით არ ვიღებთ, თითოეულ ნაბიჯს ვათანხმებთ ჩვენს საერთაშორისო და სტრატეგიულ პარტნიორებთან, დასავლეთთან და ეს გადაწყვეტილება იქნება, თუ ყველა სხვა გადაწყვეტილება, იქნება ამ კონტექსტში“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


მდინარაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა საუბარი ყველასთან, მათ შორის რუსეთთან.


„უნდა ელაპარაკო აბსოლუტურად ყველას, თუნდაც შენი ქვეყნის ოკუპანტს, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ რა ფორმატში შედგება ეს საუბრები, ეს უკვე ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ასევე ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომლებიც მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ხოლმე თითოეულ რჩევას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ერთი მხრივ ჩვენს ეროვნულ დონეზე მიღებულ კანონს არ შეეხება და მეორე მხრივ გარკვეულ უხერხულობას არ შეგვიქმნის საერთაშორისო დონეზე“ ,- განცხადა მამუკა  მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930