გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

16-02-2020

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, მიცკევიჩის, თამარაშვილის, ანტონოვსკაიას, არბოს, ქსნის, ქვიშხეთის, ვარდისუბნის, ბუაჩიძის, სიხარულიძის და ბარამიძის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 18 საათამდე აეროპორტის დასახლების, ლოჭინის ხევის დასახლების, მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის V კვარტლის და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ერისთავის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის (ნაწილობრივ) და კეკელიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლები, 12 საათიდან 15 საათამდე საქსოფმანქანის დასახლების, სამგორი-2 დასახლების, კაკაბეთის, ამირანაშვილის, ახვლედიანის, გოკიელის, კაკაბაძის, ესენინის, მუხაძის, პეტრიწის, წუწუნავას და ბანეთიშვილის ქუჩების მაცხოვრებლები, 10 საათიდან 14 საათამდე ნუცუბიძის პლატოს II, IV მიკრორაიონებიდ, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, კაპანელის, შავიშვილის და მამასახლისოვის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე ლეონიძის და გალაკტიონ ტაბიძის ქუჩების მაცხოვრებლები.

ასევე, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა გლდანისაკენ მიმავალი მაგისტრალის, სარაჯიშვილის, თემქის, ხევძმარის და შეშელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 12 საათიდან 15 საათამდე კი გლდანის მასივის III, IV მიკრორაიონების და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930