გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მათიკაშვილი: ნაციონალურ მოძრაობას აქვს ნულოვანი ტოლერანტობა ზრდილობასთან, ზნეობასთან მიმართებაში

17-02-2020


„ნულოვან ზღვარზე რომაა ნაციონალური მოძრაობა დასული, უკვე კარგად  ჩანს და თუნდაც დღევანდელი დღეა ამის დასტური. ხელისუფლებაში ყოფნისას მათ ჰქონდათ ე. წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა დანაშაულთან მიმართებაში და ესეც ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, რადგან ყველაზე დიდი დამნაშავეები თვითონ იყვნენ. დღეს მათ ეს რესურსი არ გააჩნიათ, რადგან ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა უკვე რამდენჯერმე. ამიტომ მათ აქვთ ნულოვანი ტოლერანტობა ზრდილობასთან, ზნეობასთან მიმართებაში, რაც ძალიან კარგად დაინახა სრულიად საქართველომ“, - განაცხადა  საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დავით მათიკაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ. 

 

დავით მათიკაშვილის განცხადებით, კომიტეტის სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მხრიდან განხორციელებულმა ქმედებამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, რა ძალასთან ჰქონდა საქმე 2003-2012 წლებში.

 

„ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის პირობებში ძალიან მარტივი იყო ნებისმიერი ბრალდების შეთხზვა, ნებისმიერი პირის დამნაშავედ გამოცხადება, რადგან ამისთვის მხოლოდ ერთი კაცის ბრძანება იყო საჭირო“, -აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930