გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა კობალაძე: „ერთხელ და სამუდამოდ როდის გაეცემა პასუხი ერთ კაცსაც და იმ შემადგენლობას, რომელთაც მცდელობები აქვთ ამ ქვეყანაში აღრევის შემოტანის“

17-02-2020


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კობა კობალაძემ პროკურორობის კანდიდატს კითხვით მიმართა და დაინტერესდა თუ როდის გაეცემა შესაბამისი პასუხი ადამიანების იმ ჯგუფს, რომლებიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაში არიან მხილებულნი.

 

„საზოგადოების ერთადერთი მოთხოვნა და დაკვეთა არის ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანობა აღდგეს და კონკრეტულად ის პირები, რომლებიც მართლაც იმ რეჟიმის მსხვერპლნი იყვნენ იმ განცდაში არ იყვნენ, რომ მათთვის სამართალი არ არსებობს ან იგვიანებს.


ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, ამ სახელმწიფოს შვილები და როგორც არ უნდა ვისაუბროთ, მაინტერესებს - საბოლოო ჯამში როდის დადგება რომ ის მუქარის რიტორიკა, ის სამართლებრივად დასჯადი მოწოდებები, რომლებიც ჟღერდება სხვადასხვა მიმართულებით სახელმწიფოს გადატრიალების და დამხობის მიმართ, ის კონკრეტული დანაშაულობები, როდესაც ჩვენი მეგობრები იხვრიტებოდნენ ქუჩებში. როდესაც ბევრი ადამიანი ფაქტობრივად საარსებო მინიმუმის გარეშე დატოვეს. როგორ ფიქრობთ, ამ ყველაფერს რა მიმართულებით, რა ხედვით და რა პრინციპით მიუდგებით? იმიტომ, რომ გაცილებით უფრო დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა გაქვთ, ჩემის აზრით ეს ასეა, იმიტომ რომ ადამიანმა, რომელმაც გაითავისა პასუხისმგებლობა და კვლავ გადაწყვიტა ამ სიმძიმის ზურგზე აღება, გაცილებით უფრო გააზრებული აქვს ბევრი რამე და გაცილებით ნაფიქრი აქვს ბევრ რამეზე.


ერთხელ და სამუდამოდ როდის გაეცემა პასუხი ერთ კაცსაც და იმ შემადგენლობას, რომელთაც მცდელობები აქვთ ამ ქვეყანაში აღრევის შემოტანის“, - იკითხა კობა კობალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930