გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოსო რობაქიძე: ერთი მუჭა ნაცები რომ შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ, არ მახსოვს მათ ადეიშვილისა და მერაბიშვილის ძალადობა გაეპროტესტებინათ

17-02-2020

შოთაძე უნდა მობრუნდეს, რადგან ის ჩემთვის არ არის ადეიშვილი. ერთი მუჭა ნაცები რომ მის კანდიდატურას აპროტესტებენ, არ მახსოვს, ამ ხალხს ის ძალადობა გაეპროტესტებინა, რასაც ადეიშვილი და მერაბიშვილი აკეთებდნენ, - ამის შესახებ, სოსო რობაქიძემ ჟურნალსიტებს პარლამენტში, შოთაძის მოსმენის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, მოსმენაზე აპირებს აღნიშნოს, რა მოსწონს შოთაძის და რა არა. „ნაცები ის ხალხი არ არის, ორი გვამის მსურველ მერაბიშვილს პარლამენტში ტაშით რომ ხვდებოდნენ?!“, - განაცხადა რობაქიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ, შემდეგ კი მის კანდიდატურას კენჭს სესიაზე უყრიან. კომიტეტის სხდომა 14:00 საათზე დაიწყა. 

საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს, 12-დან 11 ხმით აირჩია. გენერალური პროკურორობის კონკურსში, საერთო ჯამში, 17 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ორმა პირადი განცხადებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. გენერალურ პროკურორს პარლამენტი 6 წლით აირჩევს.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031