გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია იორდანიაში დაგეგმილ შეკრებაში მონაწილეობას არ მიიღებს

17-02-2020

საქართველოს საპატრიაქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქმა იორდანიაში დაგეგმილ შეკრებაზე დელეგაციის გაშვებისგან თავი შეიკავა.

პატრიარქის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი, მსოფლიო პატრიარქისა და სხვა ქვეყნების სასულიერო პირების მიერ კრებაში მონაწილეობაზე უარის თქმა გახდა.

"თქვენი წერილებიდან ჩანს რომ ძალისხმევა არ დაგიკლიათ, რათა მსოფლიო პატრიარქს მიეღო მონაწილეობა შეხვედრაში, მაგრამ ვინაიდან მან და ზოგიერთმა ეკლესიის მეთაურმაც არ ისურვეს ეს, იმ მიზანს, რაც თქვენ გაქვთ, და რაც ყველა ჩვენგანის სურვილიცაა, შესაძლოა დაბრკოლებები შეექმნას. ჩვენ ვიზიარებთ თქვენს პოზიციას და ვითარების სერიოზულობიდან გამომდინარე, პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით მივიჩნევთ, რომ აუცილებელია შეხვედრა და საერთო მსჯელობა, მაგრამ ეს ყველა ეკლესიის მონაწილეობით უნდა მოხდეს, თუ გვსურს შედეგი მივიღოთ, ხოლო თუ ერთობა ვერ შედგება, ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ ჩამოსვლისგან", - წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031