გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი უკრაინის რესპუბლიკის, ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს შეხვდა

17-02-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი უკრაინის რესპუბლიკის, ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს, იური გუსევს შეხვდა.


შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა იმ სახელმწიფო პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის ხორცილდება და ყურადღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა. საუბარი შეეხო ქვეყანაში მეღვინეობის სექტორის განვითარების საკითხებს.


როგორც იური გუსევმა აღინიშნა, ქართულ ღვინოს  მსოფლიო ასპარეზზე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და მეღვინეობის სექტორის განვითარების ქართული გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.


საუბარი შეეხო ხორბლის წარმოების და კვების მრეწველობაში გადამმუშავებელი ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, მინისტრის მრჩეველი ომარ კაჭარავა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031