17-02-2020
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორობის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
კომიტეტის სხდომას არ ესწრებოდენენ „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები.
კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას უმრავლესობა და ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ იღებდენენ.
დღევანდელ სხდომაზე ორი კენჭისყრა ჩატარდა. თავდაპირველად, მხარი დაუჭირეს ირაკლი შოთაძის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას. კომიტეტზე შოთაძემ რავა ხმა მიიღო.
ფარული კენჭისყრით ასევე დაუჭირეს მხარი იურიდიული კომიტეტის დასკვნას, რომლითაც კომიტეტი გასცემს რეკომენდაციას გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე არჩეულ იქნეს საქართველოს გენერალურ პროკურორად. აღნიშნულ კენჭისყრაზე შოთაძემ ასევე რვა დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.
შოთაძის მოსმენას პარლამეტის წინ აქცია უძღოდა, სადაც სამოქლაქოს აქტივისტები მის მეორედ გენერალურ პროკურორად დანიშვნის პროცესს აპროტესტებდნენ.
ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნის პლენარული სხდომა პარლამენტში ხვალ გაიმართება.
პარლამენტს შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ წარუდგინა.
საპროკურორო საბჭოს შოთაძის კანდიდატურა კი საქართველოს ტექნიკურმა უნივერისტეტმა წარუდგინა.
ირაკლი შოთაძე განერალური პროკურორის თანმდებაობას მანამდეც იკავებდა 2015-2018 წლებში.