გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ეს შენი წარსულია
საბჭოთა მწერლები სტალინს: უსაზღვროდ მადლობელი ვართ ქართველი ხალხისა, რომელმაც მსოფლიოს სტალინი მისცა

23-12-2017

საბჭოთა მწერლები სტალინს: უსაზღვროდ მადლობელი ვართ ქართველი ხალხისა, რომელმაც მსოფლიოს სტალინი მისცა
1937 წელს, ვეფხისტყაოსნის 750 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საბჭოთა კავშირის მწერალთა თითქმის სრული შემადგენლობა საქართველოს სტუმრობდა.
რა თქმა უნდა, მაშინ ისინი თავს ვალდებულად თვლიდნენ, რომ საქართველოში სტუმრობისას, დიდი ბელადის, იოსებ სტალინის მშობლიური კუთხე მოენახულებინათ.
სწორედ გორიდან მიმართეს საბჭოთა მწერლებმა სტალინს წერილით, რომელსაც გაზეთი „კომუნისტი“ აქვეყნებს:
„ძვირფასო იოსებ ბესარიონის -ძევ! ჩვენ სსრ კავშირის ხალხთა საბჭოთა მწერლები ჩვენს გულითად სალამს გიძღვნით თქვენ.
ჩვენ საქართველოს მიწა-წყალზე ვართ.
ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით გორში, იმ სახლში, სადაც თქვენ დაიბადეთ და სცხოვრობდით. ჩვენ ვუყურებთ თქვენი ბავშვობისა და სიჭაბუკის პერიოდის დოკუმენტებს, ვუყურებთ საქმეებს იმ ხალხისას, რომლებთანაც ერთად თქვენ დაიწყეთ თქვენი გზა. ვუყურებთ თქვენი ოჯახის უბრალო საცხოვრებელ ბინას, ყოველივე ეს ჩვენს მეხსიერებაში აღიბეჭდება სამუდამოდ.
ჩვენ გვაღელვებს თქვენი მაგალითი, მაგალითი თქვენი ცხოვრებისა, რომელიც აღსავსეა ბრძოლით, გაჭირვებით, შრომით, აღსავსეა გმირობით მშრომელთა განთავისუფლებისათვის, კაცობრიობის განთავისუფლებისათვის.
ჩვენ უსაზღვროდ მადლობელი ვართ ქართველი ხალხისა, რომელმაც მისცა მსოფლიოს სტალინი და რომელიც სსრ კავშირის ხალხთა ერთსულოვან ოჯახში მყოფი მარქს-ენგელს-ლენინ-სტალინის დროშით მიდის კომუნიზმის გზით ერთი გამარჯვებიდან მორემდე.
ჩვენ ბედნიერად ვთვლით თავს, რომ ვიმყოფებით იმ მიწაზე, რომელმაც მოგვცა სტალინი!
ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, რომელიც წარმოადგენს სტალინის ეპოქას! თვითოეულ ჩვენგანს სურს ყველაფერი გააკეთოს თავის ცხოვრებაში კომუნიზმის გამარჯვებისათვის“- ნათქვამია წერილში. (სტილი დაცულია)

Nsp.ge ©

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031