გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: ოპოზიციის თავებში მენტალური კრიზისია

18-02-2020

ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, უბრალოდ, ეს დიალოგი ვერ იქნება საკუთარ თავთან, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ოპოზიციის მენტალობის და ზოგადად პოლიტიკური სპექტრის კრიზისია. „მენტალური კრიზისია ოპოზიციის თავებში, როდესაც სხვას ვერაფერ ფიქრობენ, გარდა იმისა, პარლამენტში შევიდნენ და საწამლავი დაასხან“, - აღნიშნა სუბარმა.

კითხვაზე არის თუ არა შესაძლებელი ოპოზიციასთან კომპრომისის მიღწევა საარჩევნო სისტემაზე, სუბარმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი კომპრომისისთვის მზადაა.

„ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, უბრალოდ, ეს დიალოგი ვერ იქნება საკუთარ თავთან. დიალოგი უნდა იყოს მეორე მხარესთან. თუ მეორე მხარე არ წამოვა დიალოგზე, მაშინ უნდა ვეძებოთ დიალოგის განსხვავებული ფორმები. თუ იქაც არ გამოვიდა, დარჩება ის საარჩევნო კოდექსი, რომელიც ქვეყანაშია. არჩევანს ისევ და ისევ ქართველი ხალხი აკეთებს. ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვის რამდენი პროცენტი აქვს. დიდი ხანია, ყოველი არჩევნების წინ ერთი და იგივეს ვისმენთ, მაგრამ ეს დღეები აქტიურად საუბრობენ, ქართულ ოცნებას აქვს 25% და დანარჩენი 75% არის ოპოზიციის. ა, ბურთი და ა, მოედანი, მაშინ რაღას ნერვიულობენ?!“, - განაცხადა სუბარმა.

ამასთან, სოზარ სუბარმა დიალოგის აუცილებლობაზეც ისაუბრა. „ჩვენ ვდგამთ ძალიან ბევრ ნაბიჯს და მათი მხრიდან არ არის დიალოგი. დიალოგი იმისთვისაა, რომ არასდროს უნდა თქვა, ამას ვამბობ და კარი ჩაკეტილია. დიალოგის ვითარებაში გამოჩნდება, რა შეიძლება მოხდეს. ერთი ცხადია - ეს არ იქნება სრული პროპორციული, ეს არ იქნება სრული მაჟორიტარული“, - აღნიშნა სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930