20-02-2020
ყოფილმა პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი საპატიმროს დატოვებისთანავე, პირველი კომენტარის დროს ხელისუფლების დამხობაზე ალაპარაკდა.
მერაბიშვილმა პირობა დადო, რომ მოქმედი ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება, ციხის კარები კი ფართოდ გაიღება, რადგან მისი თქმით, "მატროსოვის ციხეში" პოლიტპატიმრები" სხედან".
"ხელისუფლების დამხობის მერე ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება.
ყველა, ვინც ამ ციხეში ზის, პოლიტპატიმარია"-განაცხადა მერაბიშვილმა.