20-02-2020
პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ყოფილი პერმიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმაურება.
ოხანაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს აქვს კრიმინალური მენტალიტეტი და ასეთი მენატლიტეტის მქონე ადამინების ადგილი პოლიტიკაში არ არის.
„ივანე მერაბიშვილი არის მსჯავრდადებული და მხილებული უმძიმესი დანაშაულების ჩადენაში. ეს ადამაინი არის კრიმინალური მენტალიტეტის მქონე. მე შემიძლია გითხრათ, რომ კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ე.წ. ლიდერი შეუერთდა იმ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერების ჯგუფს, რასაც წარმოადგენს ნაცმოძრაობა მის სატელიტ პარტიებთან ერთად.
კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ადგილი არ არის ქართულ პოლიტიკაში. კრიმინალურ მენტალიტეტებს ჩვენ ვებრძვით, ვაგრძელებთ ბრძოლას და ქართული საზოგადოება გამოუტანს განაჩენს როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალური თვალსაზრისით. რომელ პოლიტიკურ შანსზეა საუბარი?“ , - განაცხადა ოხანაშვილმა.