20-02-2020
დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ვანო მერაბიშვილის მიერ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმურა.
ჭიჭინაძის თქმით, მერაბიშვილის გამოსვლა ჯერ ადრეა და შესაბრუნებელია ციხეში.
„ვფიქრობ, პირველივე განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანისთვის გარეთ გამოსვლა ადრე იყო და შესაბრუნებელია.
ეს არის კიდევ ერთხელ ქართველი ხალხის დაცინვა, როდესაც ასეთი ადამიანი გამოყავთ დ ამას პერსპექტივას უტოვებენ. ეს „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავეებთან მიმართებაში, გინდაც გიგი უგულავა იყოს. ახლა არ ვიცი, რას მოახერხებენ, იმედია, მერაბიშვილს იგივე მდგომარეობაში არ ჩააყენებენ, რომ ის ისევ პოლიტპატიმრად აქციონ“ ,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.