გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვალერი გელაშვილი: ვანო მერაბიშვილს, რაც უნდა ის უქნია ჯანდაბაში თავი ჰქონია

20-02-2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, 3 დღის წინ დეპუტატის უფლებამოსილება მინიჭებულმა, ვალერი გელაშვილმა საქართველოს ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა, რომ მერაბიშვილს, რაც უნდა ის გაუკეთებია და „ჯანდაბაში თავი ჰქონია“.


„ვანო მერაბიშვილი გამოვიდა და თავხედური განცხადებები გააკეთა, რომ ხელისუფლებას დაამხობს. ეს მორიგი დანაშაულია, რაზეც პასუხი უნდა აგოს. ეს განცხადება ყველამ მოისმინა და პროკურატურამ უნდა მიხედოს, რომ მან ასეთი თავხედური განცხადება არ უნდა გააკეთოს. ჯანდაბაში თავი ჰქონია, სადაც უნდა, იქ წავიდეს. ვანო მერაბიშვილი კრიმინალია, დამნაშავეა და მას მორალზე არ უნდა ველაპარაკოთ. მან ააწიოკა ბიზნესი და მის მორალზე ნუ ვილაპარაკებთ“, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930