20-02-2020
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვანო მერაბიშვილს ხელისუფლების ოპონენტად ვერ ხედავს.
„არ ვხედავ, (ხელისუფლების ოპონენტად) საერთოდ ვერ ვხედავ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ ამ ხელისუფლების დამხობის მერე ციხის კარი გაიღება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება.