გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან იზორია გერმანიაში, სოფიო ქაცარავა ბრიტანეთში, ხოლო დავით დონდუა საბერძნეთში - საქართველოს სამი ახალი ელჩი ჰყავს

21-02-2020

საქართველოს სამი ახალი ელჩი ჰყავს.


თავდაცვის ყოფილი მინისტრი და უშიშროების საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი ლევან იზორია გერმანიაში ელჩად დაინიშნა.


დიდ ბრიტანეთში კი საქართველოს წარმომადგენელი „ქართული ოცნებიდან" წასული სოფიო ქაცარავა გახდა. ის იმ 12 დეპუტატს შორისაა, რომლებმაც უმრავლესობის რიგები კენჭისყრაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ დატოვა, მოგვიანებით კი სადეპუტატო მანდატზეც უარი თქვა.


საბერძნეთში კი საქართველოს ელჩის ფუნქციების შესრულება დავით დონდუას ანდეს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930