21-02-2020
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი სანდრა რულოვსი ვანო მერაბიშვილის სახლში გვიან ღამით მივიდა.
„ქრონიკის“ კითხვაზე თუ რასთან დაკავშირებით მივიდა იქ, რულოვსი ამბობს, რომ მერაბიშვილს ციხიდან გათავისუფლება უნდა მიულოცოს.
ასევე, კითხვაზე, თუ სად მოიაზრებს ის მერაბიშვილს, სანდრა რულოვსი პასუხობს, რომ ვანო ჭკვიანი კაცია და სწორ არჩევანს გააკეთებს. რა თემებზე ისაუბრა სანდრა რულოვსმა ვანო მერაბიშვილთან შეხვედრისას უცნობია, რადგან ყოფილმა პირველმა ლედიმ მერაბიშვილის საცხოვრებელი სახლი კორპუსის ალტერნატიული გასასვლელით დატოვა.