21-02-2020
სოფიო ქაცარავა მის დიდ ბრიტანეთში ელჩად დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ქაცარავა წერს, რომ მისთვის დიდი გამოწვევა და პრივილეგიაა დიდი ბრიტანეთში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად წარდგენა.
„დიდი მადლობა ყველას მოლოცვებისთვის, ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობით მოვეკიდები. გარდა ამისა ძალიან დიდი პატივი და პრივილეგიაა წარმოვადგინო ჩემი ქვეყანა ისეთ ქვეყანაში როგორიც გაერთიანებული სამეფოა“- წერს "ფეისბუქზე" ქაცარავა.
ცნობისთვის, სიფიო ქაცარავა იმ 12 დეპუტატს შორის იყო, რომლებმაც უმრავლესობის რიგები კენჭისყრაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ დატოვა, მოგვიანებით ქაცარავამ სადეპუტატო მანდატზეც უარი თქვა.