გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა

24-02-2020

საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. ამის შესახებ მაჭავარიანმა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას აცნობა.


დარგობრივი კომიტეტის კომიტეტზე ივანე მაჭავარიანის მისვლა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წარმომადგენლებმა მოითხოვეს.


„უნდა გაცნობოთ, რომ ბატონი ფინანსთა მინისტრი მობრძანებას არ აპირებს. მასთან მე დილით მქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე, განემარტა მიზეზები. ის რჩება მის მიერ მოწერილ წერილში გამოთქმული მოსაზრებების ერთგული, რომ თანახმაა მოვიდეს სესიაზე და იქ ახსნას ყველა საკითხი, თუ დარჩება კითხვები, თანახმაა, რომ კომიტეტზეც მოვიდეს. მე მქონდა მასთან კომუნიკაცია, რათა დამერწმუნებინა, რომ გადაწყვეტილება რეგლამენტის სასარგებლოდ მიეღო, რადგან ვფიქრობ, ეს იყო მნიშვნელოვანი. არგუმენტი ადამიანურად გასაგებია, თუმცა ვფიქრობდი, რეგლამენტი უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ ის რჩება თავის პოზიციაზე. მე ვხელმძღვანელობდი რეგლამენტით და გავაგრძელებ ასე. რეგლამენტი რეაგირების რა მოცემულობასაც ქმნის, ვფიქრობ, კომიტეტის ყველაფერს ზუსტად ისე გააკეთებს. ამ რეაგირებაში რას ვგულისხმობ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტთან ერთად ჩამოვყალიბდებით, რა ტიპის რეაგირება უნდამოყვეს ასეთი ტიპის საკითხების გაგრძელებას“, – განაცხადა რომან კაკულიამ.


https://1tv.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930