გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს დელეგაცია საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

24-02-2020

საქართველოს დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა.დელეგაციის შემადგენლობაში არიან  გაეროს ბავშვთა ფონდის  წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, განათლებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სახალხო დამცველისა და სასამართლოს წარმომადგენლები.

 

საქართველოს დელეგაცია, საფრანგეთში „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ იმპლემენტაციის ფარგლებში, ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით პარიზის სასამართლოს, ჯანმრთელობის სამინისტროს, ეროვნულ ასამბლეას და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებს შეხვდებიან. მოინახულებენ ტერიტორიულ საგანმანათლებლო ცენტს და განთავსებისა და ინტეგრაციული განათლების ინსტიტუტს.

 

ვიზიტი ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობითა და დაფინანსებით. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031