25-02-2020
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, მრავალპროფილური უფასო სამედიცინო კვლევები ჩატარდა.
საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა კლინიკებიდან 24 ექიმმა (კარდიოლოგი, ნევროლოგი, თერაპევტი, ოკულისტი, ქირურგი, რევმატოლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ონკოლოგი;) ბენეფიციარებს, ასევე ჩაუტარდათ ექოსკოპიური გამოკვლევები; აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია უწყების 80- ზე მეტ ბენეფიციარს.
აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი და ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი, ვაჟა დალაქიშვილი, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის, მცხეთა- მთიანეთის სამმართველოს წარმომადგენელი ბადრი პაპიაშვილი და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ სეხნიაშვილი.