გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხეში საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

12-03-2018

ახალციხის  მუნიციპალიტეტში ახლადრეაბილიტირებულ საბავშვო ბაღებს კიდევ ერთი განახლებული ბაღი შეემატა. სრულად გარემონტებული და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი ქალაქ ვალის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება დღეს სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ,  ახალცხის მერმა ზაზა მელიქიძემ, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარმა გიორგი კოპაძემ და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების  პროგრამის კოორდინატორმა ნინო ლომიძემ საზეიმოდ გახსნეს.

 

პროექტის ფარგლებში შენობაში სრულად გარემონტდა ოთახები, შეიღება კედლები და ჭერი, მოეწყო ლამინატისა და კერამიკული ფილების იატაკი, მოწესრიგდა სველი წერტილები, საკანალიზაციო სისტემა, ელექტრო გაყვანილობა და შეიღება შენობის გარე ფასადი.  საერთაშორისო ორგანიზაცია „ world vision“-ის  ფინანსური მხარდაჭერით კი სააღმზრდელო დაწესებულება ახალი  ავეჯით, სამზარეულო ტექნიკითა  და ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა.

 

ქალაქ ვალის საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს,  მაღალმთიანი დასახლებების  განვითარების ფონდიდან 575 ათასი ლარი მოხმარდა. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ქალაქში მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, რომელიც წლების მანძილზე ამორტიზებულ შენობაში იყო განთავსებული, რის გამოც სრულფასოვანი სასწავლო პროცესის ჩატარება ვერ ხერხდებოდა

 

განახლებულ საბავშვო ბაღში, სადაც 34 ადგილობრივია დასაქმებული,  200  პატარა შეძლებს  სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევების მიღებას.  აღნიშნული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება რიგით მეათეა,  რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ ბოლო  ოთხი წლის განმავლობაში განახლდა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930