26-02-2020
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, სხვადასხვა დანიშნულებისთვის 2 744,44 ლარის არაალკოჰოლური სასმელები შეიძინა.
ამის შესახებ მონაცემები საინფორმაციო-შემეცნებითმა პორტალმა NSP.GE-მ მუნიციპალიტეტის მერიისგან გამოითხოვა.
კერძოდ, მერიამ, 2019 წლის იანვარში 600 ლარის ღირებულების წყალი შეიძინა, თებერვალში და დეკემბერში კი 2 047 ლარის ღირებულების კოკა-კოლა, ბორჯომი და სასმელი წყალი.
გარდა ამისა, 97,24 ლარი სენაკის მერიამ, სააღდგომო საჩუქრებისთვის, ხილის წვენებში დახარჯა.