გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვიქტორ ორბანი: უნგრელების 95%-მა უარი თქვა ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებულ წევრობაზე, რადგან მოსახლეობას საკუთარი ოჯახების უსაფრთხოების და მშვიდობის დაცვა სურს

29-01-2026

ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპელების 3/4 უარს აცხადებს, უკრაინა ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანდეს. განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა X-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. როგორც ვიქტორ ორბანი წერს, მიუხედავად ამისა ბრიუსელი ჯიუტად განაგრძობს პროცესს.


ორბანის მოსაზრებით, ევროკავშირს არ აინტერესებს ხალხის აზრი და მხოლოდ რამდენიმე ევროპულ მთავრობას ჰყოფნის ძალა, წინ აღუდგეს ბრიუსელის ნებას. უნგრეთის პრემიერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უნგრელების 95%-მა უარი თქვა ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებულ წევრობაზე, რადგან ქვეყნის მოსახლეობას საკუთარი ფერმერების, ოჯახების უსაფრთხოების და მშვიდობის დაცვა სურს.


„ჩვენ არ დავიხევთ უკან, რა ზეწოლაც არ უნდა განხორციელდეს ჩვენზე“, - წერს ორბანი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031