გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი: “სასამართლოს დამოუკიდებლობის” მაჩვენებლით საქართველო უპირობო ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში

26-02-2020

თავისუფლების ბარომეტრი - ევროპა 2019


ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ წარმოებული ინდექსის „თავისუფლების ბარომეტრი -ევროპა 2019“ მიხედვით საქართველო ევროპაში 27-ე ადგილზე გავიდა და შეფასების 100 ბალიანი შკალიდან 69.06 ქულა მიიღო, რაც ქვეყნის ახალი ისტორიული მაქსიმუმია.


საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის წევრ ისეთ სახელმწიფოებს, როგორიცაა: იტალია, ხორვატია, ბულგარეთი, საბერძნეთი, უნგრეთი. საქართველო რეიტინგით ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.


აღსანიშნავია, რომ ამავე კვლევის თანახმად, საქართველო პირველ ადგილზე გავიდა ეკონომიკის თავისუფლების ინდიკატორის მიხედვით. კვლევაში ხაზგასმულია ის ფაქტი რომ საქართველო არა მხოლოდ პირველ ადგილზეა ეკონომიკის თავისუფლების მიხედვით ევროპაში, არამედ ლიდერია ეკონომიკის თავისუფლების გაუმჯობესების მიხედვითაც. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომელმაც 2019 წელს ეკონომიკის თავისუფლების ინდიკატორის 1 პუნქტიანი გაუმჯობესება შეძლო, ნახევარ პუნქტიან გაუმჯობესება კი მხოლოდ ორ ქვეყანამ (იტალია, სომხეთი) მოახერხა.


კვლევაში, გამორჩეული ადგილი უჭირავს საქართველოში პრესის თავისუფლების საკითხს, რომელიც ანგარიშის თანახმად ბოლო წლებში მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული. გამოყოფილია კორუფციის საკითხიც, ნათქვამია რომ საქართველო, როგორც მინიმუმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების 1/3-ს მაინც უსწრებს კორუფციის სიმცირით. ისტორიულ მაქსიმუმზეა კერძო საკუთრების დაცულობის მაჩვენებელიც.


კანონის უზენაესობის ინდიკატორის მიხედვით, საქართველო ევროპაში 29-ე ადგილზე გავიდა და გაუსწრო ევროკავშირის წევრ სამ ქვეყანას: რუმინეთს, საბერძნეთს და ბულგარეთს. ამ ინდიკატორით საქართველო უპირობო ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.


აღნიშნული კვლევის მიხედვით საქართველოში “სასამართლოს დამოუკიდებლობის” მაჩვენებელიც გაუმჯობესდა. საქართველო ამ ინდიკატორით უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ, ევროკავშირის ოთხ, ნატოს წევრ შვიდ სახელმწიფოს. კვლევის თანახმად საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა უფრო მაღალ დონეზეა ვიდრე იტალიაში, საბერძნეთში, ხორვატიაში , ბულგარეთში და ა.შ. საქართველო ლიდერია კავკასიაში და რუმინეთთან ერთად (თანაბარი ქულით) პირველ ადგილზეა შავიზღვისპირეთში. ამასთან საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში სასამართლოს დამოუკიდებლობის მიხედვით მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.


შედარებისათვის, 2012 წელს საქართველო „თავისუფლების ბარომეტრის“ მიხედვით ევროპაში 39-ე ადგილზე იყო. დღეისათვის ქვეყნის სარეიტინგო პოზიცია 12 ადგილითაა გაუმჯობესებული 2012 წელთან შედარებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930