გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ოქტომბერი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

12-03-2018

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია "თელასის" ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვაშეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, წყალსადენის, ხევძმარის, რამაზ შენგელიას, გობრონიძის, შეშელიძის, ქერჩის, დავით სარაჯიშვილის, ჩაჩავას, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.


12 საათიდან 15საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას მუხიანის I მიკრორაიონის, 11 საათიდან 15საათამდე ყიფშიძის ქუჩის (ნაწილობრივ), 13 საათიდან 15 საათამდე შატბერაშვილის ხევის, ნინო ჟვანიას და რამაზ შენგელიას ქუჩების, 16 საათიდან 18 საათამდე წყნეთის გზატკეცილის, 11 საათიდან 16 საათამდე კი პიკასოს ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლები.


ასევე, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა ნუცუბიძის პლატოს IIმიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ნუცუბიძის, ელგუჯა ამაშუკელის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს, 14 საათიდან 18 საათამდე სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების და გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 17 საათამდე სანზონის დასახლების, მეტრო „ღრმაღელე“-ს მიმდებარე ტერიტორიის და ნუშის ქუჩის მაცხოვრებლებს, ხოლო 12 საათიდან 15 საათამდე წინამძღვრიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031