გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ტყვეთა ბანაკიდან გაქცეული ქართველი ლეიტენანტი ზოოპარკში ემალებოდა ნაცისტებს... - უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების ახალი მონაცემები

26-02-2020

ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის სამ­ხედ­რო ტყვე­თა ბა­ნაკ­ში, რო­მე­ლიც ქა­ლაქ შვე­რინ­თან მდე­ბა­რე­ობ­და, პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გარ­და, ფრან­გი, ბელ­გი­ე­ლი, სერ­ბი და იტა­ლი­ე­ლი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბიც ჰყავ­დათ, ასე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლის გვა­რიც...

ქერ­ჩის კო­მი­სი­ის მიერ მო­წო­დე­ბულ სი­ა­ში, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გვარ-სა­ხე­ლებ­საც იპო­ვით, რო­მელ­თა შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­კარ­გუ­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი AMBEBI.GE-ს სტა­ტი­ე­ბის კო­მენ­ტა­რებ­ში ითხოვ­დნენ. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ შე­საძ­ლოა, გვარ­ში, მა­მის სა­ხელ­სა და მი­სა­მარ­თებ­ში, შეც­დო­მა იყოს, რად­გან სამ­ხედ­რო­ე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი თა­ვი­დან­ვე არას­წო­რად ივ­სე­ბო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა შვე­რი­ნის სამ­ხედ­რო ტყვე­თა ბა­ნაკს, იქ სამ­ხედ­რო ბაზა იყო, სა­დაც ფი­უ­რე­რის და­ბა­დე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სამ­ხედ­რო სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იმარ­თე­ბო­და. 1939 წლის შემ­დეგ, ბა­ნაკ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 17 000 სამ­ხედ­რო ტყვეს მო­უ­წია ყოფ­ნა... მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის ლა­ზა­რე­თი გა­ა­კე­თეს, რომ­ლის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი, 96 წლის ჰუ­ბერ­ტი რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ტყვე­თა მი­მართ გა­მოვ­ლე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კის­თვის გა­ა­სა­მარ­თლეს.

ლა­ზა­რეთ­ში მუ­შა­ო­ბის კვალ­დაკ­ვალ, SS-ის წევ­რმა 1939-1944 წლებ­ში, 3 681 ადა­მი­ა­ნი და­ხო­ცა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ მისი ომის შემ­დგო­მი ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვნენ საბ­ჭო­თა ტყვე­ე­ბი, მათ­ზე კი არა­ნა­ი­რი კონ­ტრო­ლი არ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, იმ გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვის გარ­და, თუ გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბა ექ­ნე­ბო­დათ.

ასევე დაგაინტერესებთ
12:08 / 10-07-2018

უგზო-უკვლოდ დაკარგული 10 ჯარისკაცის გვარები და ფოტოები, რომელთაც მათი შთამომავლები პირველად ნახავენ

11:54 / 23-04-2019

ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების კვალდაკვალ - AMBEBI.GE-ს რეპორტაჟი გერმანიიდან, ქართველების სასაფლაოდან

შვე­რი­ნის სამ­ხედ­რო ტყვე­თა ბა­ნაკ­ში და­ღუ­პულ ქარ­თველ სამ­ხედ­რო­თა გვარ-სა­ხე­ლე­ბი:

შალ­ვა ვარ­ლა­მის ძე წყა­რო­ზია - და­ბა­დე­ბუ­ლი 1922 წლის 22 ოქ­ტომ­ბერს, ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ შამ­გო­ნა­ში. 1942 წლის 16 ივ­ნისს ტყვედ ჩა­ვარ­და შე­პე­ტოვ­კა­ში, სა­ი­და­ნაც გერ­მა­ნი­ა­ში, შვე­რი­ნის სამ­ხედ­რო ტყვე­თა ბა­ნაკ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. იქ გარ­და­იც­ვა­ლა კი­დეც. დაკ­რძა­ლუ­ლია შვე­რი­ნის სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ო­ზე.

ილია ჭინ­ჭა­რა­ძე (ან ჯინ­ჭა­რა­ძე) - და­ბა­დე­ბუ­ლი ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჩხი­რა­ულ­ში, უმ­ცრო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი. ტყვედ ჩა­ვარ­და როს­ტოვ­ში 1942 წლის 28 აგ­ვის­ტოს. ერთი წლის შემ­დეგ, გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ რუ­დენ­ვალ­დში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­ი­და­ნაც 1944 წლის 19 ივ­ნისს გაქ­ცე­ვა სცა­და... დაჭ­რი­ლი იყო, თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმა­ლე­ბო­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა შე­ი­ფა­რეს.

გერ­მა­ნე­ლი ოფიც­რე­ბი ქარ­თვე­ლი ლე­ი­ტე­ნან­ტის კვალს შე­უს­ვე­ნებ­ლად ეძებ­დნენ. და­სახ­ლე­ბა­ში, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ დაჭ­რილ ქარ­თველ მე­ო­მარს მა­ლავ­დნენ, ძებ­ნა ძაღ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა ვერ იპოვ­ნეს...

ის მა­შინ და­ა­კა­ვეს, რო­დე­საც ად­გი­ლობ­რივ მა­ცხოვ­რე­ბელს ურ­მით სამ­შვი­დო­ბოს გა­დაჰ­ყავ­და. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ის შე­ი­ფა­რა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ზო­ო­პარ­კის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო და გაქ­ცე­ულ ტყვეს რამ­დე­ნი­მე დღე ზო­ო­პარკში მა­ლავ­და. ილია ჭინ­ჭა­რა­ძის აყ­ვა­ნის შემ­დეგ, გერ­მა­ნუ­ლი ოჯა­ხი და მათი ხელ­შემ­წყო­ბე­ბი მკაც­რად გა­ა­სა­მარ­თლეს და დახ­ვრი­ტეს.

გაქ­ცე­უ­ლი ტყვის ბა­ნაკ­ში დაბ­რუ­ნე­ბის თა­რი­ღად, არ­ქივ­ში 1944 წლის 26 ივ­ნი­სია მი­თი­თე­ბუ­ლი. იმა­ვე წლის 14 ივ­ლისს სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მე­თა­უ­რო­ბამ თა­ვი­სი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ გა­და­იყ­ვა­ნა... არ­ქი­ვის მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, რომ ორ ბა­ნაკ­ში ყოფ­ნის შემ­დეგ, 1945 წლის 15 თე­ბერ­ვალს, შვე­რი­ნის ბა­ნაკ­ში უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა...

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გი­ლობ­რივ სამ­ხედ­რო ტყვე­ებ­ში ჭინ­ჭა­რა­ძე (ან ჯინ­ჭა­რა­ძე) დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლობ­და - გა­უ­ტე­ხელ ტყვეს­თან და­ნარ­ჩე­ნებს წყა­ლი და პუ­რის ნაჭ­რე­ბი ჩუ­მად შეჰ­ქონ­დათ... გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კი, მისი ცხე­და­რი რომ სხვე­ბის საჩ­ვე­ნებ­ლად გა­რეთ არ და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ, მისი ჩუ­მად და­საფ­ლა­ვე­ბა გა­და­წყვი­ტეს...

აქვე ჩვენს მკი­თხველს ვთა­ვა­ზობთ, ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის, მეგი სტემ­პე­ნი-გი­უნ­ტე­რის მიერ ლუ­კენ­ვალ­დეს ტყვე­თა ბა­ნა­კი­დან მო­პო­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ:

არონ ეს­ტა­ეს ძე ან­თი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1919 წლის 19 ნო­ემ­ბერს ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ონ­ში. დედა ანე­ტა ჩი­ტა­იშ­ვი­ლი. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 2 ივ­ლისს.ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი III ა. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 93022. და­ი­ღუ­პა 1942 წლის 3 ივ­ნისს.

ან­თი­ძის პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლი: ლუ­კენ­ვალ­დე.

ვა­სილ გი­ორ­გის ძე ბა­ღა­თუ­რია - და­ბა­დე­ბუ­ლი 1913 წლის 10 მარტს, ნო­ქა­ლა­ქევ­ში (სე­ნა­კი), დე­დის სა­ვა­რა­უ­დო გვა­რი - დარ­სა­მია (ან დარ­სა­ლია.) ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 9 ოქ­ტომ­ბერს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი III. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 100489. და­ი­ღუ­პა 1942 წლის 13 ნო­ემ­ბერს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლი: ლუ­კენ­ვალ­დე.

ნოე ილი­კოს ძე ხვე­დე­ლი­ა­ნი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1919 წლის 14 აგ­ვის­ტოს, თბი­ლის­ში. დე­დის გვა­რი - ხო­მა­სუ­რი­ძე. ტყვედ ჩა­ვარ­დნის თა­რი­ღი: 28.06.1941 ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი III ა. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 93030. 1942 წლის 30 აპ­რილს, გეს­ტა­პოს გა­დას­ცეს, მი­ზე­ზი გა­ურ­კვე­ვე­ლია.

ხვე­დე­ლი­ა­ნის ოჯა­ხის პოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, წე­რი­ლო­ბი­თი მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, მისი დაკ­რძალ­ვის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

მთა­ვარ ფო­ტო­ზე: გერ­მა­ნი­ის ერთ-ერთი ტყვე­თა ბა­ნა­კის სა­საფ­ლაო

ambebi.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930