გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

26-02-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მერიის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ დისველის, მამხუტის, ქვემო არქევანის, ზემო არქევანისა და ხატავეთის მოსახლეობას შეხვდა.

სოფელ დისველის მოსახლეობასთან მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ მიმდინარე წელს, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდება. მამხუტში, ქვემო და ზემო არქევანში კი გარე განათების ქსელი მოეწყობა, ხოლო ხატავეთში სასაფლაომდე მისასვლელი გზა მოწესრიგდება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 100 %-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს. ჯამში კი წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ამ პროგრამის ფარგლებში, 1 428 000 ლარი დაიხარჯება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930