27-02-2020
21 თებერვლის დილის 06:45 საათიდან 24 თებერვლის დილის 07:30 საათამდე გარდაცვლილთა რაოდენობა 2247-დან 2619-მდე ანუ 372-ით გაიზარდა, ხოლო 24 თებერვლის დილის 07:30 საათიდან 27 თებერვლის დილის 07:30 საათამდე 2619-დან 2801-მდე ანუ 182-ით.
მაშასადამე, თუ 21 თებერვლიდან 24 თებერვლამდე დღის განმავლობაში საშუალოდ ფიქსირდებოდა გარდაცვალების 124 შემთხვევა, 24 თებერვლიდან 27 თებერვლამდე დღეში საშუალოდ ფიქსირდება გარდაცვალების 61 შემთხვევა.
ჰოპკინსის მეცნიერებათა და ინჟინერიის კვლევითი ცენტრის (CSSE) თანამშრომელთა მიერ შექმნილ ინტერაქტიულ რუკაზე თბილისის დროით 07:30 საათისთვის დატანილი მონაცემების თანახმად, ახალი კორონავირუს 2019-nCoV-ით ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 82164 კაცს, გარდაცვლილთა – 2801 კაცს, სრულად განკურნებულთა კი 32831 კაცს.
უკანასკნელი დღის მანძილზე კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის გარდაცვალების 41 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 29 ადამიანი ჩინეთში გარდაიცვალა, ხოლო 12 – ჩინეთს გარეთ.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 95,5% ჩინეთზე მოდის.
ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაფიქსირებულია შემდეგ ქვეყნებში:
სამხრეთ კორეა – 1595
საკრუიზო გემზე “ბრილიანტის პრინცესა” – 705
იტალია – 453
იაპონია – 189
ირანი – 139
სინგაპური – 93
ჰონგ-კონგი – 91
აშშ – 60
ტაილანდი – 40
ბაჰრეინი – 33
ტაივანი – 32
გერმანია – 27
კუვეიტი – 26
ავსტრალია – 23
მალაიზია – 22
საფრანგეთი – 18
ვიეტნამი – 16
ესპანეთი – 13
არაბთა გაერთიანებული საამიროები – 13
დიდი ბრიტანეთი – 13
კანადა – 11
მაკაო – 10
ერაყი – 5
ომანი – 4
ფილიპინები – 3
ინდოეთი – 3
ხორვატია – 3
ავსტრია – 2
ისრაელი – 2
ლიბანი – 2
პაკისტანი – 2
რუსეთი – 2
ფინეთი – 2
შვედეთი – 2
ავღანეთი, ალჟირი, ბელგია, ბრაზილია, ეგვიპტე, კამბოჯა, ნეპალი, ნორვეგია, რუმინეთი, საბერძნეთი, საქართველო, შვეიცარია, შრი ლანკა, ჩრდილოეთ მაკედონია – თითო-თითო, სულ თოთხმეტივე ქვეყანაში – 14
სულ 3668 კაცი
ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუს 2019-nCoV-ით ინფიცირებულის გარდაცვალების 57 შემთხვევა დაფიქსირდა:
ირანი – 19
კორეა – 13
იტალია – 12
საკრუიზო გემი “ბრილიანტის პრინცესა” – 4
იაპონია – 3
საფრანგეთი – 2
ჰონგ-კონგი – 2
ფილიპინები, ტაივანი – 1