გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე: 81% სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება

27-02-2020

"შემთხვევის დაფიქსირებას ველოდით, შესაძლებელია კიდევ იყოს, მაგრამ პრევენცია უნდა მოვახდინოთ", - ამის შესახებ დაავადებათა კოტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით განაცხადა.


როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კორონავირუსული შემთხვევების 81% სერიოზული სამედიცინო ჩარევის გარეშე, სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება.

"ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს არის მესამე დიდი ეპიდაფეთქება, რომელიც გამოწვეულია კორონავირუსული ინფექციით. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჩვენთან კორონავირუსული ინფექცია დაფიქსირდა. ველოდით შემთხვევის დაფიქსირებას და შესაძლებელია კიდევ იყოს შემთხვევები. ერთის მხრივ, პრევენცია უნდა მოვახდინოთ სხვა შემთხვევების შემოტანის, მაგრამ დამერწმუნეთ ეს რთული იქნება. მეორე მხრივ, კი მზად უნდა იყოს ქვეყანა რომ ამ ადამიანებს სამედიცინო დახმამება ადრეულ ეტაპზე გაეწიოთ. ხაზს ვუსვამ, იმიტომ რომ, რომ შემთხვევების 81% მიმდინარეობს მსუბუქი სიმძიმით ანუ სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება, შესაძლებელია სერიოზული სამედიცინო ჩარევების გარეშეც", - განაცხადა გამყრელიძემ. 

მანვე აღნიშნა, რომ ვირუსუსლი შემთხვევბის 14-15%-ში არის ე.წ. მწვავე მდგომარეობა, რომელიც აქტიურ სამედიცინო დახმარებას საჭიროებას,

"5% გახლვათ კრიტიკული მდგომარეობები, ესენი კი რეანიმაციულ დახმარტებას საჭიროებენ. გამომდინარე აქედან, სამედიცინო ქსელის მზადყოფნა არის და ეს დაადასტურა ჯანდაცვის მინისტრმა. ჩვენთან არის მზადყოფნა როგორც საკარანტინო სივრცეების, ისე შესაბამისი პოლიპროფილური საავადმყოფოების. მოგეხსენებათ, მთავარი სიმპტომები ამ დაავადების იგივეა რაც ყველა რესპირაციული ინფექციის, იქნება ეს გრიპი. მაღალი, ტეპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი და ა.შ. ყველაზე საყურადღებო გართულება გახლვათ ე.წ. ა ტიპიური პნევმონია, რითითაც შემდგომ ადამიანები იღუპებიან", - დასძინა გამყრელიძემ. 

ცნობისთვის, 26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930