გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ აბაშიძე: რუსეთის მხარე დილობს გაემიჯნოს ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს, თუმცა ის პასუხისმგებლობას თავს ვერ აარიდებს

13-03-2018

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის მხარე ცდილობს გაემიჯნოს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს.
ამის შესახებ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. 
„რუსეთის მხარე ფაქტობრივად ცდილობს გაემიჯნოს ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს და გამოთქვამს მხოლოდ მწუხარებას. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია არა ზოგადი კომენტარები, არამედ კონკრეტული ნაბიჯები და ოჯახისთვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადაცემა. რუსეთის მხარე ვერ აარიდებს თავს პასუხისმგებლობას ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით და უპირველეს ყოვლისა უნდა უზრუნველყოს ცხედრის დაუყოვნებლივ გადაცემა ოჯახისთვის. 
რაც შეეხება ჯენევის ფორმატის თემას, ამაზე, როგორც ვიცი, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს გააკეთებს კომენტარს“ - განაცხადა აბაშიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- თან სატელეფონო საუბრისას. 
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. როგორც უწყების განცახდებაშია ნათქვამი, რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებითაა დაინტერესებული.
„არავის არ უნდა ეპარებოდეს ეპარებოდეს ეჭვი, რომ რუსეთი ისევე როგორც ადრე, დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებით და მზად არის იქამდე წავიდეს ამ პროცესში, სადამდეც ამისათვის საქართველო მზად იქნება.
ასევე, არ შეიძლება არ მივესალმოთ დეკლარირებულ სწრაფვას პირდაპირი დიალოგისადმი აფხაზებთან და სამხრეთ ოსეთის წამრომადგენლებთან. სწორედ ეს არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების დარეგულირების ერთადერთი რეალური გზა, რომლებიც სცდება რუსეთ-საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის ჩარჩოებს. ეს ასევე ეხება ცოტა ხნის წინ მომხდარ სამწუხარო ინციდენტს საქართველოს მოქალაქე ტატუნაშვილთან დაკავშირებითაც"-აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930