გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამერიკული ფინანსური პორტალის GOBankingRates (GBR) თანახმად, საქართველო საცხოვრებლად მსოფლიოში ყველაზე იაფი და ხელსაყრელი ქვეყნების ოცეულში დასახელდა და მე-16 ადგილი დაიკავა. გამოკითხვაში 115 ქვეყანა ხუთი შემდეგი მაჩვენებლის მიხედვით შეაფასეს: მოსახლ

13-03-2018

ამერიკული ფინანსური პორტალის GOBankingRates (GBR) თანახმად, საქართველო საცხოვრებლად მსოფლიოში ყველაზე იაფი და ხელსაყრელი ქვეყნების ოცეულში დასახელდა და მე-16 ადგილი დაიკავა.

გამოკითხვაში 115 ქვეყანა ხუთი შემდეგი მაჩვენებლის მიხედვით შეაფასეს: მოსახლეობის მყიდველუნარიანობის ინდექსი, უძრავი ქონების იჯარის ფასი, სურსათის, საქონლისა და მომსახურების ფასი, ასევე ფასების ინდექსები რესტორნებსა და ბარებში.

ყველა ციფრი შეადარეს ანალოგიურ მაჩვენებლებს ნიუ-იორკში.

"მეღვინეობის რეგიონით, შავი ზღვისპირა ქვიშიანი სანაპიროებითა და ნიუ-იორკთან შედარებით 70%-ით უფრო იაფი ცხოვრებით საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საცხოვრებლად იაფი ქვეყანაა", -  წერს GBR-ი.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის უკრაინამ მე-6 ადგილი დაიკავა, თურქეთმა 26-3, სომხეთმა - 34-ე, ხოლო აზერბაიჯანმა - 35-ე.

ტოპ-სამეულში დასახელდნენ ქვეყნები: ინდოეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30