გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ოქტომბერი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოდან პირბადეების გაგზავნა აიკრძალა

28-02-2020

"2020 წლის 27 თებერვლიდან იკრძალება საქართველოს ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით (მიუხედავად გზავნილის სახეობისა), ნებისმიერი რაოდენობის სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნა", - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფოსტის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.


"გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აკრძალვის მიუხედავად, გამგზავნის მიერ სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილი შესაძლებელია დაექვემდებაროს ჩამორთმევას ან უკან დაბრუნებას. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, გამგზავნს არ აუნაზღაურდება მის მიერ გადახდილი საფოსტო გზავნილის გაგზავნის ღირებულება", - ნათქვამია განცხადებაში.


ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 2 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. 34 ადამიანი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ხოლო 89 მოქალაქე კარანტინში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031