გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მოხალისეების მობილიზება დაიწყო

28-02-2020

კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მოხალისეების მობილიზება დაიწყო. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მათი მოხალისეები 14 გამშვებ პუნქტზე თერმო-სკრინინგის პროცესში ჩაერთვებიან.


„დაწყებულია იმ მოხალისეების მობილიზება, რომლებიც გაივლიან გადამზადებას და ჩაერთვებიან 14 გამშვებ პუნქტზე თერმო-სკრინინგის პროცესში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პირადი უსაფრთხოების ნორმების დაცვით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხარდაჭერით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მათ აღჭურვას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, საქართველოს წითელი ჯვარი მუდმივ რეჟიმში ახორციელებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელებას სოციალური მედიასაშუალებებით და საინფორმაციო მასალების გავრცელებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“, - აცხადებენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში.


ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 2 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. 34 ადამიანი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ხოლო 89 მოქალაქე კარანტინში.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930