გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

2-03-2020

სამხრეთ კორეაში კორონავირუსმა კიდევ 4 ადამიანი იმსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 26-ს მიაღწია. ამის შესახებ CNN იტყობინება.


სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 476 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 4 200-ს აჭარბებს.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალების სულ 3 057 შემთხვევაა დადასტურებული, ინფიცირებულია 89 ათასზე მეტი, 45 ათასზე მეტი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.


30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031