მისი თქმით, რუსეთი თავდაცვის სფეროში ისე ალაგებს სიტუაციას, რომ არც ერთ სახელწმიფოს არ გაუჩნდეს მასთან საომარ მდგომარეობაში შესვლის ფიქრი.
როგორც პუტინმა აღნიშნა, ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა და ამ მაჩვენებლით ის აშშ-ს, ჩინეთს, საუდის არაბეთს, ბრიტანეთს, საფრანგეთსა და იაპონიას ჩამოუვარდება.
”უფრო მეტიც, ჩვენი ხარჯები წლიდან წლამდე მცირდება,” -აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის განცხადებით, თუ 200-იან წლებში რუსეთის შეიარაღებული ძალები 1,3 მლნ სამხედრო პირისგან შედგებოდა, დღეს 1 მლნ-ზე ცოტა მეტი საკმარისია. მან ასევე აღნიშნა, რომ ჯარში თანამედროვე აღჭურვილობის წილი 6%-დან 70%-მდე გაიზარდა.