გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოპოზიციამ 4 აპრილს დაგეგმილი აქცია შესაძლოა გადადოს

2-03-2020

პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ უნდა განიხილოს აქციის გადადება კორონავირუსის საფრთხის გამო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ტვ პირველი-ს“ ეთერში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ვხედავთ როგორი სერიოზული გამოწვევაა ეს. როგორც ერთმა მოქალაქემ, მინდა საზოგადოებას მოვუწოდო სიმშვიდისკენ, როგორი საფრთხეც არ უნდა იყოს, პანიკა არაფერს შველის. მაგრამ, პირველ რიგში, მინდა მოვუწოდო მთავრობას, რომ ამ ვითარებაში სრულად კონცენტრირდნენ ამ პრობლემაზე. აღარ გავიმეორებ იმ ლეგიტიმურ კრიტიკას, ამის მერე მაინც გააკეთონ საქმე. თუ არ დასტაბილურდა მდგომარეობა, ან გაუარესდა, რა თქმა უნდა, განვიხილავთ გადადებას ნებისმიერი მასობრივი თავყრილობის“, - განცხადა ბოკერიამ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიები 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031