2-03-2020
"დესტრუქციულ ძალებთან მოლაპარაკება უმადური საქმეა",- წერს სოციალურ ქსელში ნიკოლოზ მეტრეველი და გავრცელებულ ვიდეობს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების წარმომადგენლები მაჟორიტარულ სისტემას იცავენ.
"რუსეთთან დადებული ხელშეკრულება იმ ქაღალდის ფასადაც არ ღირს, რომელზეც წერია" - ბისმარკმა თქვა ეს დიდი ხნის წინ. ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას ნაციონალურ მოძრაობაზე და მის სატელიტებზე. დესტრუქციულ ძალებთან მოლაპარაკება უმადური საქმეა”, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.