გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ის რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება“  - ადამ კინზინგერი საქართველოში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე

3-03-2020

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ იმედი აქვს საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გამოსავალს იპოვიან.


კინზინგერის თქმით, თუ არ იქნება გამოსავალი ნაპოვნი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ნაბიჯი ბევრისთვის მოულოდნელი იქნება.


„ვფიქრობ, ის რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება. ამას აქ გადავწყვეტთ. მე ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი მიღწეული იქნება დაკავებების, დაკავებების მუქარის და იმის თაობაზე თუ როგორი იქნება საარჩევნო სისტემა 2020 წელს. 2024 წელს სრულიად პროპორციული არჩევნების გარანტია იქნა გაცემული. ჩვენ ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. ვგეგმავ, საქართველოში დაბრუნებას. თუმცა, საბოლოოდ ჩვენს ნაბიჯებზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რა მოხდება საქართველოში, და ეს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს დემოკრატიულად“, - განაცხადა კინზინგერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930