4-03-2020
ახალი კორონავირუსი საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს დაუდგინდა. დაავადებული ქწალბატონი იტალიაში იმყოფება და მკურნალობის კურსს გადის.
ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორის კომისიის სხდომაზე გააკეთა.
„იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა იტალიის ქალაქ ვიტერბოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელმაც განაცხადა, რომ აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და სისუსტე. საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს, რის შემდეგაც მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა რომის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. საქართველოს მოქალაქეს ჩაუტარდა გამოკვლევა ახალ კორონავირუსზე და დღეს მიღებული პასუხების შედეგად, ქალს დაუდგინდა კორონავირუსი. მოქალაქე რომის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია“-განაცხადა ზალკალიანმა.