გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის უწყებაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი შეზღუდვები წესდება

4-03-2020

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონა ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით სპეციალური ბრძანება გამოსცა. მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის უწყების ის თანამშრომელი, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში, სამსახურში არ გამოცხადდებიან ორი კვირის განმავლობაში.


ბრძანება გავრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც უახლესი ორი კვირის განმავლობაში აღნიშნულ ქვეყნებში ვიზიტს გეგმავენ. მინისტრის ბრძანებით, მათ შრომითი ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ. გადაიდო ან გაუქმნდა ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში დაგეგმილი სამსახურეობრივი მივლინებებიც.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930