გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში 13,3 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობს

5-03-2020

ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში 2019-2020 სასწავლო წელს უცხოელი სტუდენტების რაოდენობამ 13,3 ათასი შეადგინა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.

რაც შეეხება ქართველ სტუდენტებს უცხოეთში, სასწავლო წლის დასაწყისისთვის უცხოეთში 656 ქართველი სტუდენტი გაიგზავნა.

"2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საზღვარგარეთ სასწავლებლად გაიგზავნა 656 სტუდენტი, რაც 17 სტუდენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

ამასთან, სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილი სტუდენტების რაოდენობა თითქმის 2.9-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილ სტუდენტთა რაოდენობას.

უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ კი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 13.3 ათასი შეადგინა, რაც 8.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით"-ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930