5-03-2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსის მეოთხე გამოვლენილი შემთხვევა წინა სამ შემთხვევასთან შედარებით მძიმეა.
„ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 21 ნიმუშიდან, მხოლოდ ერთს დაუდგინა კორონავირუსი. პაციენტი მოგზაურობდა იტალიაში გუშინ დილამდე იყო თვითიზოლაციაში და მაღალი ტემპერატურის გამო გუშინ მომართა ინფექციურ საავადმყოფოს.
განსხვავებით წინა სამი შემთხვევისგან, ამ პაციენტის მდგომარეობა უფრო მძიმეა, კლინიკურად უფრო მძიმე ფორმაა, რადგან დაავადება გამოუვლინდა ტემპერატურის მატებით - 38,5-ზე მეტია ტემპერატურა.“, - აცხადებს ეზუგბაიამ.