გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თურქეთი საბერძნეთის საზღვარზე დამატებით ძალებს აგზავნის

5-03-2020

თურქეთი საბერძნეთთან საზღვარზე დამატებით ათას პოლიციელს გაგზავნის. ამის შესახებ Reuters-ი თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე სულეიმან სოიულუზე დაყრდნობით წერს.


გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი თურქეთიდან საბერძნეთში გადასული სირიელი მიგრანტები არიან. ანკარაში მათი თურქეთის ტერიტორიაზე დაბრუნება არ სურთ.


„ბერძნებმა 164 ადამიანი დაჭრეს. 4 900 ადამიანის თურქეთში დაბრუნება სცადეს. ამის თავიდან ასარიდებლად საზღვარზე დამატებით ათას პოლიციელს ვაგზავნით“, - განაცხადა სოილუმ.


თურქეთმა სირიელ მიგრანტებს ევროპასთან საზღვარი 29 თებერვალს გაუხსნა. ამის მიზეზი სირიაში, იდლიბში სიტუაციის გამწვავება გახდა. საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთა 34 778-მა ადამიანმა სცადა, მესაზღვრეებმა 244 მათგანი დააკავეს და მიგრანტების დეპორტაციას გეგმავენ. 2016 წლის შეთანხმებით, დევნილების მიღებისა და განთავსების მიზნით ევროკავშირმა თურქეთს ფინანსური დახმარება გამოუყო.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031