გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამერიკელი ქალი 2 წელი უვლიდა ყვავილს, რომელიც ხელოვნური აღმოჩნდა

6-03-2020

ამერიკელი ქალი ხელოვნურ მცენარეს 2 წლის განმავლობაში რწყავდა. ამის შესახებ Vice-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კალიფორნიის მკვიდრ კეილი უილკს მცენარე ეხევერია - იგივე ქვის ვარდი, ქოთნით აჩუქეს. ის მას გულმოდგინედ უვლიდა: ფანჯრის რაფაზე ედგა და განრიგის მიხედვით რწყავდა. ქალი მცენარეზე ზრუნვის უფლებას არავის აძლევდა და მისი სილამაზით ამაყობდა.

2 წლის შემდეგ კი უილკსმა ეხევერიის გადარგვა გადაწყვიტა და აღმოაჩინა, რომ მიწის თხელი ფენის ქოთანში პენოპლასტი იდო, მცენარე კი ხელოვნური იყო. უილკსმა ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა, ისტორია კი ამერიკულმა გამოცემებმა აიტაცეს.

„თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ორი წელი სიცრუეში ვცხოვრობდი“, - განაცხადა ქალმა.

პუბლიკაციების შემდეგ მას ათობით ცოცხალი მცენარე აჩუქეს, მაგრამ ამის მიუხედავად უილკისი ეხევერიას მორწყვის შეწყვეტას არ აპირებს. „ამ მცენარეს 2 წელი ვუვლიდი, ახლა რატომ უნდა გავჩერდე?“, - ამბობს ქალი.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930