გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფემიციდის შემთხვევებთან დაკავშირებით, პრემიერმა რელევანტური უწყებების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა

7-03-2020

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო კომპლექსური გახდება, - ბოლო ორი თვის განმავლობაში მომხდარი ფემიციდის ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამრელევანტური უწყებების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა.

საუბრისას აღინიშნა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში არაერთხელ გამკაცრდა კანონი და ახლა გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. ასევე დამკვიდრდა მოძალადეთა მონიტორინგის, რისკების შეფასების და შემაკავებელი ორდერის აღსრულების მონიტორინგის სისტემები, მიმდინარეობს გამომძიებელთა მუდმივი გადამზადება, თუმცა, შექმნილი ვითარება ყველა უწყების კოორდინირებულ ქმედებას მოითხოვს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მოქმედიკანონმდებლობის აღსრულების პროცესში არსებულ გამოწვევებზე.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ქალთა მიმართ ძალადობა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. „ბოლო ორ თვეში გვყავს ოჯახის წევრის მიერ მოკლული რვა ქალი, ეს ძალიან მძიმე სურათია. ეს არის პრობლემა, რომელსაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება და ამ პროცესში ყველა შესაბამის უწყებას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. ჩვენ უფრო აქტიური ნაბიჯები უნდა გადავდგათ ამ პრობლემასთან საბრძოლველად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის დავალებით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბური კამპანია დაიწყება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, რეგიონალური განვითარების, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები და მთავრობის ადმინისტრაცია ჩაერთვებიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930