7-03-2020
შეხვედრაზე განათლების, ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, რეგიონალური განვითარების, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრების მოადგილეებმა პრემიერის მრჩეველთან ერთად იმსჯელეს იმ ღონისძიებებზე, რასაც დღეს სახელმწიფო ახორციელებს, ასევე განიხილეს არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
შეხვედრაზე ასევე განხილული იყო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბური კამპანიის დაიწყება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, რეგიონალური განვითარების, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები, შერიგებისა და თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატი და მთავრობის ადმინისტრაცია ჩაერთვებიან.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა მოუწოდა ყველა სახელმწიფო თუ საჯარო უწყებას, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს და ზოგადად მთლიანად საზოგადოებას, შეუერთდნენ აღნიშნულ კამპანიას.
„ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში მოეწყო უწყებათაშორისი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. შეხვედრას ესწრებოდა ყველა რელევანტური უწყების წარმომადგენელი, რომლებიც ჩართულები არიან ერთის მხრივ დანაშაულის აღკვეთაში ხოლო, მეორე მხრივ სოციალური პროგრამების შექმნაში, რაც სჭირდება ძალადობაგამოვლილ ადამიანს. ვისაუბრეთ კამპანიაზე, რასაც ყველა ერთად დავიწყებთ, პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადების შემდეგ. მოველით, რომ ყველა სახელმწიფო თუ საჯარო უწყება, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები და ზოგადად მთლიანად საზოგადოება, შემოგვიერთდება, შემოუერთდება კამპანიას იმისთვის, რომ გავერთიანდეთ და ვთქვათ, რომ ჩვენთვის ყველასთვის ძალადობა მიუღებელია“, - განაცხადა ლელა აქიაშვილმა.