გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჟიული შარტავას 76 წელი შეუსრულდებოდა

7-03-2020

საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დღეს 76 წელი შეუსრულდებოდა.


ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ეროვნული გმირის ხსოვნას.

საქართველოს ეროვნული გმირის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა საქართველოს პარლამენტში, სადაც დამსწრეებს 2020 წელს საქართველოს ფოსტის მიერ გამოშვებული ჟიული შარტავას საფოსტო მარკა წარუდგინეს და ეროვნული გმირის ძეგლის პროექტის ესკიზი გააცნეს.


ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონმიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ჟიული შარტავას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930